მესხიშვილის თეატრი აპრილის თვიდან მაყურებელს
შეხვდება. კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ სეზონი 2 აპრილს პრემიერით გაიხსნება. თეატრალურმა დასმა ახალი სპექტაკლი “ელისი საოცრებათა ქვეყანაში” მოამზადა. სპექტაკლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილია.
“რეპეტიციები რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა. ზოგი ონლაინ, ზოგი კი სამაგიდო რეპეტიციები. შეიკერა კოსტიუმები, გაკეთდა დეკორაცია. 15 მარტიდან კი სამზადისი სცენაზე გადავა. 2 აპრილიდან რეგულაციების დაცვით შევხვდებით მაყურებელს. იქნება დეზობარიერი, სადეზინფექციო სითხე, პირბადე. მაყურებლები დარბაზში დისტანციის დაცვით ყოველი 3 სკამის გამოტოვებით უნდა დასხდნენ,”-ამბობს თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი.
23 და 25 აპრილს ნაჩვენები იქნება კიდევ ერთი პრემიერია. ამჯერად მაყურებელი სპექტაკლს “თქვენო უდიდებულესობავ” იხილავს. წარმოდგენის რეჟისორი კოტე აბაშიძეა.
სპექტაკლების ჩვენებები ასევე გაიმართება 8, 10, 11, 14, 17, 18 და 24 აპრილს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე