Გელათის ღვთისმშობლის სახელობის
ტაძარზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. Ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ახადებენ. Მათი განმარტებით, 15 კვ. Მეტრის Ფართობზე დაზიანებები უკვე გამოსწორდა.
“Სპეც. ტექნიკის გამოყენებით მკლავის სამხრეთ ფერდზე 15 კვ. მეტრი ფართობის მქონე არეალზე სპეციალისტების მიერ მოწყობილ ხის კონსტრუქციულ ბაზისზე თუნუქის ფენილი სათანადო წესით დაეფინა. სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას კლუბ თეთნულდის მეკლდეურეები და სააგენტოს შრომითი უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფდნენ. ახლადმოწყობილი დროებითი გადახურვის ფრაგმენტი სტრუქტურულად გამაგრდა. პარალელურად კი შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მომდევნო 2 დღეში შემოწმდება და გამაგრდება მყარი გადახურვის ფენილების ყველა სეგმენტი. Ამავდროულად, სააგენტოს ზედამხედველობით წარიმართება დროებითი გადახურვების სხვა ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების პროცესი,”-აცხადებენ სააგენტოში.
Გელათში დროებითი გადახურვა რამდენიმე დღის წინ დაზიანდა. Რეაბილიტაციის დროს არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესს ჩამოშორდნენ ძველი კომპანიები და 12 000-12 000 ლარით დაჯარიმდნენ. Სამუშაოებს ახლა ახალი კომპანია “ბაგინეთი +” შეასრულებს.