“თეატრალური იმერეთი” 11 ოქტომბრიდან
გაიმართება. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, თეატრალური ფესტივალი მესხიშვილის თეატრის ეზოში არსებულ მწვანე თეატრში ჩატარდება.
როგორც ფესტივალის გენერალური დირექტორი მაია პაქსაშვილი ამბობს, წელს ფესტივალი შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ფესტივალს კონკურსის სახე აღარ ექნება და მის ბოლოს რეგიონებში თეატრის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეული ადამიანები დაჯილდოვდებიან.
სპექტაკლები 19:00 საათზე დაიწყება.
წელს ფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს ხონისა და ტყიბულის თეატრები.
თეატრალური ფესტივალი მაისისა და ივნისის თვეებში იმართებოდა, თუმცა, კოვიდ 19-ის გამო, თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.