ზესტაფონში, კირკის უბანში, ძველი ქართული საბრძოლო
იარაღებია აღმოჩენილი. საბრძოლო იარაღების წარმომავლობას ახლა უკვე არქეოლოგები სწავლობენ.
საბრძოლო აღჭურვილობა, საკუთარ ეზოში მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კუთვნილ ტერიტორიაზე სახლის ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.
პირველადი ვერსიით, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეს შესაძლოა იყოს ერთჯერადად დაფლული იარაღის საცავი, სწრაფად დაგეგმილი შესაძლო ომიანობის სამზადისის გამო.
ზესტაფონის მერიაში განაცხადეს, რომ ხვალ მუნიციპალიტეტში არქეოლოგთა კომისიის ჩამოსვლას ელოდებიან, რის შემდეგადაც აღმოჩენილი ნივთების დეტალური შესწავლა მოხდება.
საქართველოში იარაღის წარმოება ბრინჯაოს ხანიდან იღებს სათავეს. პირველი უძველესი ნიმუში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი, ეს არის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული პატარა ზომის კოლხური ცული, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში.