“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის
კანდიდატი გიგა შუშანია გელათში არსებულ მდგომარეობასა და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებს. შუშანია ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება, თითქოს ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტია დაზიანებული ტყუილია. მისივე თქმით, რეალურად მთლიანი ტაძარი და წმინდა გიორგის ეკლესია საფრთხის წინაშეა და თავიდანაა გადასახური.
“სინამდვილეში, როგორც ექსპერტები ამბობენ, ღვთისმშობლის ტაძრის მთლიანი გუმბათი და წმინდა გიორგის ეკლესია არის დაზიანებული. დაზიანება ფერწერისა და მხატვრობის ახლაც მიმდინარეობს. არჩევნებამდე არ აღიარებენ, რომ გელათის მთელი გადახურვაა გამოსაცვლელი. ახლა დაიწყეს მხოლოდ იმ ფრაგმენტის დახურვა. ვითხოვთ, რომ დროებითი გადახურვით გადაიხუროს ტაძარი და მთლიანად ეკლესია. წვიმებისა და ზამთრის პერიოდში შესაძლოა ისე დაზიანდეს მხატვრობა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდეს. რა დროს არჩევნებია, როცა ისტორიული ძეგლი ზიანდება,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.