ქუთაისში რუას აბანოების მოწესრიგება იგეგმება. ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა
multicat=36 ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დაიწყება ტერიტორიის შესწავლა და ქალაქს ახალი ტურიტული ადგილი შეემატება.
,,რუას აბანოების შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ჩემთვის ცნობილი, რის შემდეგაც მკვლევარებთან და DMO Imereti-ის ხელმძღვანელობასთან ერთად აღნიშნული ადგილის შესწავლის გადაწყვეტილება მივიღე. ეს არის უძველესი სამკურნალო აბანო, რომლის გამოყენებაც მოწესრიგების შემდეგ, სამკურნალო ტურიზმის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი.
ქუთაისის მერიის მიერ მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება. აღნიშნული ტურისტული მიმართულების განვითარებაში ჩართული იქნება DMO Imereti.
ძალიან სასიხარულოა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ლოკაცია ემატება, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ამ ეტაპზე ასევე მიმდინარეობს ქუთაისის შემოგარენში სხვადასხვა ისტორიული ლოკაციების მოძიება სპეციალისტებთან ერთად.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.