გელათის მონასტერში გადახურვა დაზიანდა. ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი
ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ სამონასტრო კომპლექსზე სამუშაოების დაგვიანებამ შესაძლოა სავალალო შედეგი მოიტანოს და ტაძრის უნიკალური ფრესკები მნიშვნელოვნად დაზიანდეს.
,,ახალი გადახურვა დაზიანებულია. ყოველი გაწვიმების შემდეგ წყალი ჩადის და აზიანებს ფრესკებს. ბრეზენტითაა გადახურული ამხელა მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. არ ვიცით როდის მოხდება მისი სწრაფად ჩანაცვლება. წარმოუდგენელი რამ ხდება. სასწრაფო რეაგირება არ ხდება. ცვივა ბათქაში, კედლები ობდება, ფრესკები ობდება, რომელის აღდგენასაც შემდეგ წლები სჭირდება.” – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
გარდა ამისა, არ ფუნქციონირებს მონასტერთან ახლადგაკეთებული საპირფარეობიც. ერთ-ერთი მათგანის სახელური დაზიანებულია.
სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები ორ ეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი გუმბათისა და ქვების რესტავრაციას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი კი, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამლოცველოს გადახურვას, საძირკვლისა და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას.
ამავე თემაზე: “კრამიტებმა ზამთარს ვერ გაუძლო”-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო