მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
,,ბრემენელ მუსიკოსებს” იხილავს. სპექტაკლი გასულ წელს რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა დადგა. მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორია ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა – ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე – მაია კვიმსაძე.
სეზონის დახურვა ,,ბრემენელი მუსიკოსებით” 19 ივლისს, 21 საათზე გაიმართება.