პანდემიის მიუხედავად, მესხიშვილის თეატრმა მაყურებელს შესაძლოა პრემიერა შესთავაზოს. როგორც თეატრის დირექტორმა,
სულხან გოგოლაშვილმა განაცხადა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად გამოცემულ რეკომენდაციებს მონო სპექტაკლები ერგება, ამიტომ ამ მიმართულებას დაეთმობა ყურადღება. ნუგზარ ლორთქიფანიძის ,,თქვენო უდიდებულესობავ” არის ის მონოსპექტაკლი, რომლის მაყურებლისთვის შეთავაზებას თეატრში გეგმავენ.
,,ერთი სპექტაკლი პანდემიამდე გვქონდა დაწყებული. ნუგზარ ლორთქიფანიძის ,,თქვენო უდიდებულესობავ”. ეს მონო სპექტაკლია. თავისთავად მისი წინ წამოწევა გახდა უფრო აქტუალური. ამავე დროს მუშაობა მიმდინარეობდა სპექტაკლებზე ,,ბრეხტი”, ,,დავით კლდიაშვილი”. ესენი ძალიან ხალხმრავალი პიესებია, განსაკუთრებით ,,ბრეხტი”. 32-36 კაცი თამაშობდა სცენაზე და შეჩერდა. ნიკოლოზ საბაშვილი დგამდა და დიდი იმედი გვქონდა ამ სპექტაკლის.”- განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
თეატრში პრემიერის გამართვას ივლისის ბოლოს გეგმავენ.
თეატრის დირექტორის თქმით, მაყურებლის დისტანციით განთავსება და მათ მიერ ბილეთების შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს და ამ მხრივ რეკომენდაციების დაცვა უფრო მარტივია.
რეკომენდაციების მიხედვით, სპექტაკლების, კონცერტების და სხვა სახის ღონისძიებების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. ამასთან, თეატრალური წარმოდგენა უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად ანტრაქტის გარეშე. შიდა სივრცეშიმადმინისტრაციებმა 5 მ2-ზე 1 ადამიანის დაშვება უნდა უზრუნველყონ და სივრცე ისე უნდა მონიშნონ, რომ არ მოხდეს ადამიანების კონცენტრაცია.
ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” (არქივი)