,,არის რამდენიმე სპექტაკლი, რომელიც რეგულაციებს ერგება და არ გაჩერდება”- ამის შესახებ მესხიშვილის თეატრის
დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვის გასცა ჯანდაცვის სამინისტრომ, სპექტაკლების გადაწყობა და რეპერტუარის შეცვლა მოუწევთ.
,,ვხვდებოდით რა რეგულაციებიც იქნებოდა, აქედან გამომდინარე ჩვენ ივნისის თვეში პრაქტიკულად ვიქნებით უმოქმედო. რომ გადააწყო სპექტაკლები და მსახიობები ათამაშო ორი მეტრის დისტანციით ძალიან არასერიოზულია და ასეთი უხარისხო რამის გაკეთებას ჯობია საერთოდ არ მოხდეს. ჩვენ ვმუშაობთ ამიტომ ახალ გეგმაზე. არის რამდენიმე სპექტაკლი, რომელიც რეგულაციებს ერგება და არ გაჩერდება. მაგალითად, ,,ბულბულის ნისკარტი, ,,მეთევზე ერთი,ორი”. ახალ პრემიერას ვგეგმავთ. ეს იქნება მონოსპექტაკლი.”- განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, პანდემიამ სეროზულად შეუშალა ხელი თეატრიც ცხოვრებას და 8 საერთაშორისო გასტროლი ჩაეშალათ.
,,სერიოზულ პრობლემებში აღმოჩნდით. ძლივს დალაგებული გვქონდა საგასტროლო პოლიტიკა და როცა თეატრი საზღვრებს გაცდენილი არ იყო, ბოლო 3-4 წელიწადია ჩვენ დავიწყეთ ეს. ახლა 8 საერთაშორისო გასტროლი ჩაგვეშალა.”- განაცხადა გოგოლაშვილმა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრმა კორონავირუსის გამო მაყურებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატით დაიწყო. მაყურებლებს საშუალება აქვთ თეატრის ვებ და FB გვერდების საშუალებით თეატრალური რეპორტაჟები იხილონ.