ქუთაისში სახალხო პოეტის, მიხა ხელაშვილის, დაბადებიდან 120 წლის იუბილეს
საჯარო ლექცია მიეძღვნება. ქუთასის საჯარო ბიბლიოთეკაში მიხა ხელაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებზე პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი ისაუბრებს. საჯარო ლექცია 28 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
მიხა ხელაშვილი ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და “შეფიცულთა რაზმის” წევრი იყო. ავტორია პოპულარული ლექსისა “ლექსო ამოგთქომ ოხერო”. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
ერთი ვერსიით ის 1925 წელს, საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით კი დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს.
საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.