მკითხველი მალე მწერალ რეზო ჭეიშვილის ახალ წიგნს იხილავს. იგეგმება
მისი ორტომეულის, ,,გადანახული ჩანაწერების” მორიგი ტომების დაბეჭდვა. ქუთაისის მერიამ წიგნების დასაბეჭდად ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა მესამე ტომი 29 მაისისთვის უნდა დაბეჭდოს(ტირაჟი – 300 ცალი), ხოლო მეოთხე ტომი – 31 აგვისტოსათვის (ტირაჟი – 300 ცალი).
ორივე ტომის დასაბეჭდად 9 ათას 940 ლარია განკუთვნილი.
,,გადანახული ჩანაწერები” დღიურის ჟანრისაა. რეზო ჭეიშვილის ჩანაწერების გამოქვეყნება მის სიცოცხლეში, ჟურნალში ,,მწვანე ყვავილა”, დაიწყო და შემდეგ წიგნებად გამოიცა.
ფოტო: აღებულია სატენდერო დოკუმენტაციიდან