ქუთაისში მწერალ პაპუნა გიორგაძის მოთხრობის “ქსენოფობის აზანი” პრეზენტაცია გაიმართა.
“ქსენოფობის აზანი” საქართველოდან სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასული ადამიანების ცხოვრებას ასახავს. ესაა ამბავი იმაზე, თუ რა გზას გადის ემიგრაციაში წასული ქართველი თვიდან თვემდე. მოთხრობაში აღწერილი ამბები რეალურია, რომელიც ავტორს თავად გადახდა.
“გასულ წელს ვიყავი სამუშაოდ თურქეთში წასული, რაც მე იქ ვნახე საკმაოდ ძნელი გადასატანი იყო, როგორც მორალურად ისე მატერიალურად. მე ვნახე ქართველები და მათი იქაური ყოფა. ვიცი, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ხდება ეს ყველაფერი და მათ სხვა გზა არ ჰქონიათ. ამიტომ მინდა, რომ ჩვენივე ქვეყანაში ვიშოვოთ და დავხარჯოთ ის ფული, რის გამოც ვინ იცის რა რისკებზე უწევთ ქართველებს წასვლა.”- აღნიშნა პაპუნა გიორგაძემ.
მოთხრობის წარდგენა “ლელოს” ქუთაისის ოფისში გაიმართა.