დღეს, 13 თებერვალს, რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. იუნესკო ამ დღესთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ რადიო კვლა რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. განცხადებაში საუბარია პროგრამებისა და სარედაქციო მასალების მრავალფეროვნების აუცილებლობაზე.
,,გლობალურ დონეზე, რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოიცვას ფართო აუდიტორია. რადიოს შეუძლია შექმნას საზოგადოებრვი აზრი. იყოს პლატფორმა, საიდანაც ისმის ყველას ხმა. რადიოსადგურები უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების ინტერესებს, შესთავაზოს მრავალფეროვანი პროგრამები.” – ნათქვამია იუნესკოს განცხადებაში.
რადიოს მსოფლიო დღე 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. 1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო ეთერში პირველად გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.