“ახალგაზრდა ლიდერთა ზამთრის სკოლა 2020 “-ის ფარგლებში ქუთაისიდან
ახალგაზრდები ბაკურიანში გაემგზავრნენ. ბაკურიანში ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეების პირველი ნაკადი დღეს გაემგზავრა. 18-დან 26 წლამდე 100 ქუთაისელი ახალგაზრდა, 12-დან 22 თებერვლის ჩათვლით, “ლიდერთა ზამთრის სკოლაში” ლიდერთათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.