14 თებერვალს ჯგუფი “არა” ქუთაისში დაუკრავს. კონცერტი ცენტრალურ
მოედანზე ე.წ. კოლონადებთან, 18:00 სთ-ზე დაიწყება. ჯგუფი “არა” მუსიკოსისა და მსახიობის, ზურა ჯავახიას პროექტია. მათ წარმატება სიმღერებმა “კი”, “გამოცდები” მოუტანა.
კონცერტი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ დაიგეგმა. ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მერია.