ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მორთვა დაიწყეს. მის დიზაინზე ანა ღულაძე,
ანა რევიშვილი და ნინო ჩხენკელი მუშაობენ. მათ ნაძვის ხის სათამაშოები თავად დაამზადეს. დიზაინერები ამბობენ, რომ წლევანდელი ნაძვის ხე წინასგან განსხვავებით უფრო ორიგინალური და დასამახსოვრებელი იქნება.
დეკორაციებში ჯერჯერობით ვერცხლისფერი, ოქროსფერი და თეთრი ბურთულები სჭარბობს.
ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 21 დეკემბერს განათდება. ქუთაისში საახალწლო განათებების ჩართვა15-20 დეკემბრიდან იგეგმება.
საახალწლო მორთულობით ცენტრალური ბაღი, ხიდები, პუშკინის, ფალიაშვილის, წმ. ნინოს, ცისფერყანწელთა, რუსთაველის ქუჩები და მერიის მიმდებარე ტერიტორია უნდა დაიტვირთოს. პუშკინის ქუჩაზე საჰაერო ბურთის ინსტალაცია, ხოლო ელექტროგანათების ბოძებზე ჭაღის ფორმის განათებები უნდა განთავსდეს.