ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 29 ათას 601 ლარი დაიხარჯება. მერიის

მიერ გამოცხადებულ ტენდერში ინდმეწარმე ავთანდილ კაჭახიძემ გაიმარჯვა. ღონისძიებების ორგანიზებისათვის მერიას 37 ათას ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. 

სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ინდმეწარმე ავთანდილ კაჭახიძის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია და ფასების ცხრილი შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 

გამარჯვებულმა 29 ათას 601 ლარით უნდა უზრუნველყოს  ნაძვის ხის ანთების ცერემონიისთვის განათების აპარატურითა და განათების რეჟისორით მომსახურება, ცენტრალურ მოედანზე 2019 წლის 31 დეკემბერს გალა-კონცერტისა და მონ-პლეზირის თაღთან დღის კონცერტისთვის წამყვანების მოძიება, ღია ცის ქვეშ, საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 13:00-დან 17:00 სთ-მდე, კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენების მოწყობა, უნდა გაიმართოს დრამერების (არანაკლებ 10 პერსონა) შოუ-მსვლელობა, მსახიობების, ჟონგლიორების , ილუზიონისტების დაქირავება, პანტომიმის თატრის მსახიობების თეატრალური წარმოდგენის გამართვა, ბერიკების თეატრალური წარმოდგენის გამართვა, თოვლის ბაბუას ხურჯინისთვის ტკბილეულის შეძენა, გოზინაყისა და ხაჭაპურის დამზადება და ა.შ.

საახალწლო და საშობაო ღონისძებების გასამართავად წელს გასულ წელთან შედარებით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული. 2018 წელს ღონისძიებების მოსაწყობად 42 ათას 955 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *