კულტურა
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება. ოფიციალურად გაწევრიანება 29 ნოემბერს, ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის მეშვეობით მოხდება, სადაც მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია მიწვეული. კოტე აბაშიძის თქმით, კონვენციის წევრობა თეატრს საშუალებას მისცემს ევროპულ თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს, რაც მესხიშვილის თეატრისა და ქალაქის ცნობადობას გაზრდის.

"ეს არის ევროპულ ასპარეზზე პირდაპირი გასვლა, რაც მოიცავს კონვენციაში შემავალ თეატრებთან ურთიერთობას, გასვლით გასტროლებს, საერთაშორისო ფესტივალებზე მიწვევასა და ევროპის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობას. თეატრისა და ქალაქის ცნობადობა გაიზრდება. ჩვენ ვართ მზად და ყველა პარამეტრს ვაკმაყოფილებთ. ეს არის შედეგი იმ აქტიურობის, რომელსაც 2 წლის განმავლობაში მესხიშვილის თეატრი საერთაშორისო ასპარეზზე იჩენდა. ასამბლეაში გაწევრიანების მოწვევა მათგან მოგვივიდა,"-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.

კოტე აბაშიძის ინფორმაციით, ასამბლეაში 20 ქვეყნის 40 თეატრია გაერთიანებული.

ფოტო: მესხიშვილის თეატრი

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისის
13:51 / 20.01.2020
ქუთაისის ოპერის თეატრში ,,დაისის" მორგი საპრემიერო წარმოდგენა გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ:
ქუთაისში ახლადრებილიტირებული თოჯინების თეატრის გახსნაზე
კატალოგი ,,თეჯირს მიღმა
12:37 / 20.01.2020
ქუთაისში ახლადრებილიტირებული თოჯინების თეატრის გახსნაზე კატალოგი ,,თეჯირს მიღმა" წარადგინეს.
8 თებერვალს მესხიშვილის თეატრს
20:22 / 19.01.2020
8 თებერვალს მესხიშვილის თეატრს
8 თებერვალს მესხიშვილის თეატრს
20:22 / 19.01.2020
8 თებერვალს მესხიშვილის თეატრს
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი
ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო.
21:27 / 18.01.2020
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო.
ამინდი
თბილისი -1 - 7 °C
img
ქუთაისი 2 - 7 °C
img
ბათუმი 4 - 8 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020