ჭიათურასა და ზესტაფონში ხატვის კონკურსი, სახელწოდებით “ჩემი ჭიათურა

(ზესტაფონი) წელიწადის ყველა დროს” გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება, როგორც ჭიათურის, ასევე ზესტაფონის რეგიონებიდან მე-6 და მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ.

ხატვის კონკურსის 12 გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. 

კონკურსი ,,ჯორიან მანგანეზის” ინიციატივით ჩატარდება.

,,მოზარდების ნახატები “ჯორჯიან მანგანეზის” 2020 წლის კალენდარზე იქნება წარმოდგენილი. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, ხატვის კონკურსის ჟიურის წევრები ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგები იქნებიან, რომლებიც 12 საუკეთესო ნახატის ავტორს ადგილზე შეაფასებენ და გამოავლენენ.” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კონკურსი ზესტაფონში 29 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება, ჭიათურაში – 30 ნოემბერს, 13:00 საათზე. 

ფოტო: ზესტაფონის მერია 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *