აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” ფარგლებში გამოფენა გაიმართა. “ქუთაისი – უძველესი ევროპული ქალაქი”- ამ სახელწოდების გამოფენა ფოტო-კინო მატეანის მუზეუმმა წარადგინა.
კონფერენციის 200-ზე მეტ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა ქუთაისის უძველესი ისტორიის ამსახველი კადრები და გამოჩენილი ადამიანების ფოტოები ორი დღის განმავლობაში დაეთვალიერებინა.
,,30 ექსპონატია წარმოდგენილი. ძველი ქუთაისის სურათებთან არის იმათი პორტრეტები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიაში. უკვე 10 გამოფენა გავაკეთეთ. ყველა გამოფენა სიახლეა. დიდი ხანი არ გვქონდა დავით კაკაბაძის კარგი პორტრეტი და ისიც მოვიძიეთ. აქაა წარმოდგენილი. აქვეა პოლონეთის პირველი პრეზიდენტის პორტრეტი. ყველა წარმოდგენილი ექსპონატი ადასტურებს მჭიდრო კავშირს ევროპასთან. ქუთაისი ნამდვილად არის უძველესი და ევროპული ქალაქი”.- განაცხადა ფოტო-კინო მატეანის მუზეუმის დირექტორმა რამაზ მორჩაძემ.
გამოფენის დათვალიერება 1 და 2 ნოემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამკითხველო დარბაზში იყო შესაძლებელი.