აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
ისაკაძე ქუთაისში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგების მიხედვით აცხადებს, რომ ქუთაისში არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტების არსებობა დასტურდება. კვლევას 2017 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ვარშავის უნივერსტეტი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებენ.
,,კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველზე ძველი დასახლების ნაშთი ეს არის დაახლოებით ძვ.წ. აღ.-ით მეორე ათასწლეულის შუა ხანები. ხოლო გაბაშვილის გორაზე, სადაც არის კულტურისა და დასვენების პარკი და დათეშიძის გორაზე, სადაც დღეს არის მეოცე საჯარო სკოლა, ჯერ კიდევ 60-იან წლებში ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით აღმოჩნდა ორფენიანი არქეოლოგიური ძეგლი.
ახლა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს არის დაახლებით 10 ჰა-ზე გაფენილი ქალაქური ტიპის დასახლება რომელსაც გარს აკრავს თავდაცვითი თხრილი. ასევე არის გალავნის კედლები შიგნით არის საცხოვრებელი და სამეურნეო , სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. დასახლება, რომელიც ამ თხრილის გარშემო არსებობს ძვ.წ.აღ-ით მე-14 საუკუნის შუა ხანებში არსებობდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები. საკმაოდ დამაჯერებელი და მძლავრი არტეფაქტები. კვლევები ახალი დაწყებულია და შედეგები ძალიან კარგია.”- განაცხადა როლანდ ისაკაძემ.
მისი თქმით, კიდევ 3-4 წლის მუშაობაა საჭირო, რათა კიდევ უფრო კარგი შედეგები დაიდოს.
არქოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტების დათარიღება ევროპის წამყვან სამეცნიერო დაწესებულებებში ხდება.