აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის ,,ჰუმანიტარული
მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” ფარგლებში თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე იმყოფებოდა. მან საჯარო ლექცია თემაზე ,,ქართული თეატრის ამბავი” წაიკითხა.
ლექციის დასასრულს მან უნივერსიტეტში სახელოვნებო-საშემსრულელო მიმართულებით ახალი პროგრამების დამატებას გამოეხმაურა: ,,ქუთაისი ყოველთვის იყო მასაზრდოებელი ქართული კულტურის. თეატრალური სანთლით ეძებს ნიჭიერ ხალხს. ეს მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია. გამიხარდა, რომ ბატონი გოგი მარგველაშვილი და თქვენი უნივერსიტეტი, რომელიც ასეთი დიდი ტრაციების მქონეა, ბევრ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყრიან საფუძველს.” – განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სპეციალობების დაემატება იგეგმება. ორი უნივერსიტეტი ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე მუშაობს.