ქუთაისის მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკის საავტორო ფოტოკონკურსის “წიგნი
ობიექტივიდან-2019″ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
I ადგილი ქეთი ჯანელიძემ მოიპვა, II ადგილზე სალომე კერესელიძე გავიდა, ხოლო IIIადგილი პაატა ნემსიწვერიძეს ერგო.
გარდა ამისა გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებშიც გამოავლინეს. ნომინაციაში “იუმორისტული ფოტო” – პაატა ნემსიწვერიძე დაჯიდლოვეს,
ნომინაციაში “ფოტორეპორტაჟი” მარიამ ღამბაშიძე გამოარჩიეს, ნომინაცია ფოტოფანტაზია “ტერენტი გრანელის პოეზია” გიორგი კოკელაძემ მოიგო, “ბიბლიოთეკის რჩეული” ბიბლიოთეკარები: ლალი კაპანაძე და ეკა ბარაბაძე გახდნენ, ნომინაციაში “ემოციური მკითხველი” მელანო ციბაძემ გაიმარჯვა, ნომინაციაში “I ფოტო” – ნათია ჟღენტი შეარჩიეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რჩეული გიორგი კოკელაძე გახდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, ომარ ნიშნიანიძის რჩეული კი მარიამ ღამბაშიძეა, ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” ქალთა კლუბი ქუთაისის რჩეული – ქეთი ჯანელიძე გახდა,საზოგადოება “ბაღისკიდის” რჩეული ლანა კოკაიაა, თეატრის მოღვაწეთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის რჩეულები – პაატა ნემსიწვერიძე და გიორგი კოკელაძე გახდნენ.
,,წიგნი ობიექტივიდან” არის ფოტო-კონკურსი, რომელიც უკვე მეექვსე წელია იმართება და მისი მიზანი წიგნის პროპაგანდა, წიგნის თითოეულ ადამიანთან მიტანა, წიგნის საყოველთაობა, ხელმისაწვდომობაა.