ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ისრაელის
არიელის უნივერსიტეტმა ერთობლივი პროექტი დაიწყო. პროექტი ქართველი ებრაელი ავტორების წარმოჩენას ისახავს მიზნად. წიგნი მზად უახლოეს პერიოდში უნდა იყოს.
,,ისრაელში, არიელის უნივერსიტეტთან და ჩვენს უნივერსიტეტთან ერთად, ერთობლივი პროექტი შევიმუშავეთ ქართულ-ებრაული ურთიერთობათა წარმოსაჩენად.. ჩვენი მხრიდან პროექტში ჩართულია პროფესორი ნესტან კუტივაძე, პროფესორი ომარ გვეტაძე. არიელის უნივერსიტეტიდან ერთ-ერთია პროფესორი რუბენ ენუქაშვილი. ჩვენი კვლევის სფეროს წარმოაჩენს ქართველი ებრაელი მწერლების შემოქმედება. მე პირადად ამ მწერლების ნაწილი შეტანილი მაქვს ქართველოლოგიური ეტიუდების მეთხე ტომში. ეს იქნება კარგი ნაშრომი იმ თვალსაზრისით, რომ წარმოაჩენს ებრაული ნაკადი ჩვენი მწერლობისა როგორი იქნება.”- განაცხადა პროფესორმა, საქართველო-ისრაელის მეგობრობის ასოციაციის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.
წიგნის გამოცემა ქართულად, ებრაულად და ინგლისურად იგეგმება.