5 ოქტომბერს ვერიკოს სკვერში დილიდან ფოტოგამოფენა გაიხსნა, სადაც, ქუთაისისა
და ევროპის კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდეგნილი, (ახალგაზრდა მხატვრებმა გ. მაისურაძის სკოლიდან ადგილზე დახატეს ევროპის დედაქალაქები და მათი სიმბოლოები ვიზიტორების ჩართულობით.
ევროპული მემკვიდრეობის დღეებში ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო, რომელმაც მისივე მეცნიერების წიგნების გამოფენა წარმოადგენა.
ევროპული დღეების ღონისძიებებს დ. კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეა ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენით შეუერთდა. ხოლო, ზ.ფალიაშვილის მემორიალურ სახლ–მუზეუმში ქართულ სოციუმში მოღვაწე ქუთაისელი კათოლიკების მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა შედგა სახელწოდებით – “ქუთაისელი კათოლიკები – სარკმელი ევროპისკენ “.
დღის ბოლოს, ევროპული დღეები ქუთაისში არსებულ იტალიურ სახლში დასრულდა, სადაც კონცერტი ჩაატარეს ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის საბალეტო დასის, მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო და ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებლების აღსაზრდელებმა. .
6 ოქტომბერს კი ევროპის მემკვიდრეობის დღეები. ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ–მუზეუმში გაგრძელა, სადაც ლექცია– შეხვედრა ქართულ-პოლონური ურთიერთობების შესახებ გაიმართა.
“ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთკავშირზე.