ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება. პროგრამა ასე გამოიყურება:
12:00 საათი – ფესტივალის გახსნა-იმერული კუთხე; ღვინის გამოფენა გაყიდვა-დეგუსტაცია, ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ნუმიზმატიკური ნივთების გამოფენა, წიგნოვაცია- სამოლაშქრო ტურიზმი, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; ფერწერული ტილოების, სამოსის და ფოტოების გამოფენა, მაიაკოვსკის მუზეუმში ვიზიტორების მიღება, “ვაზის ქორწილი” ყურძნის სახალხო დაწურვა, ბადაგის დაგემოვნება ფელამუშის მოდუღება-მასტერკლასი, ჩურჩხელის მასტერკლასი-ამოვლება, არყის გამოხდა; კულინარიული მასტერკლასები იმერულ ეზოში; აგროტექნიკის გამოფენა.
12:30 – ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? თემაზე ღვინო და მაიაკოვსკი, ვ. ვ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ლიტერატურული სალონი;
15:00- 18:00 არტ-ფოლკლორული, კლასიკური და ქალაქური მუსიკა; საპატიო ბაღდათელის დასახელება- დაჯილდოება;
18:00- 19:00 არტ-მაიაკოვსკი;
21:00- ელექტრონული მუსიკა ლაზერ შოუს თანხლებით, ფოიერვერკისა და ფრანების გაშვება.
ბაღდათის მერიაში ამბობენ, რომ ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა. მათივე განმარტებით, ფესტივალი ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, კერძო სექტორის განვითარებასა და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე