კომპოზიტორი, რომელიც არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო
მუსიკალურ სამყაროს დააკლდა – ,,ყვითელი ფოთლების” ავტორი ქუთაისის ოპერის თეატრში გაიხსენეს.
მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი 2015 წელს ქუთაისში ჩატარებული გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს გამართვის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ამბობს, რომ გია ყანჩელის გარდაცვალებით ის ეპოქა დასრულა, რაც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეს აერთიანებდა. თუმცა დატოვა შემოქმედება, რომელიც ყველა ეპოქას გაუძლებს.
გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.