8 წლის იყო როცა ქუთაისიდან თბილისში გადავიდა, შემდეგ კი ისრაელში. მიუხედავად იმისა,
რომ წლებია ქუთაისში აღარ ცხოვრობს, ეს ქალაქი მაინც განსაკუთრებულად უყვარს. თელ-ავივის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი დოდო ჩიკვაშვილი ერთ-ერთია იმათგან ვინც ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნების მიუხედავად საქართველოზე და ქუთაისზეა შეყვარებული.