ქუთაისის ოპერის თეატრი 51-ე სეზონს 11 ოქტომბერს გახსნის. ოპერის მოყვარულები
ვოქტორ დოლიძის ,,ქეთო და კოტეს” იხილავენ. ეს საპრემიერო ჩვენება იქნება, რადგან ქუთაისის ოპერის თეატრში სპექტაკლი თავიდან დაიდგა.
,,ქეთო და კოტეს” წარმოდგენენები 11 ოქტომბერს 19:00 საათზე და 13 ოქტომბერს15:00 საათზე გაიმართება.
წელს ,,ქეთო და კოტე” 100 წლის გახდა. ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით, თბილისში, 1919 წელს დაიდგა. პრემიერა 11 დეკემბერს შედგა.
ფოტო: ქუთაისის ოპერის თეატრი (არქივი)