ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების

თეატრის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

როგორც თეატრის დირექტორმა თეიმურაზ ბაღდავაძემ განაცხადა, ამ დროისათვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს მზადება ღებვისათვის. თეატრში მოეწყო გათბობა-გაგრილების სისტემა და სველი წერტილები. დასრულებულია თითქმის ყველა ოთხის მოწყობა, გარდა დარბაზისა, სადაც განთავსდება დეკორატიული ხის პანელები, მოეწყობა მოძრავი მექანიკური სცენა. შენობაში, მინის კარადებში განთავსდება თოჯინები, რომელთა დათვალიერება მისულ სტუმრებს შეეძლებათ. მსახიობებისა და პერსონალისათვის ეწყობა სასადილო. მალევე დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების სისტემა. შენობაში განთავსდება ავეჯი.

როგორც თეატრის დირექტორი ამბობს, ამ დროისათვის მთლიანი თანხის 60-65 %-ია დახარჯული. სამუშაოების დასრულება შემოდგომაზე იგეგმება.

თეიმურაზ ბაღდავაძის თქმით, თეატრი ტურისტებისათვისაც უფრო მიმზიდველი გახდება.

“ტურისტები თეატრის უფროს აქტიური მაყურებლები არიან, ვიდრე ჩვენი ზრდასრული თანაქალაქელები. გვინდა, რომ ისინი ჩვენი უფრო ხშირი სტუმრები იყვნენ,”-ამბობს თეატრის დირექტორი.

ამ დროისათვის წარმოდგენები მესხიშვილის, ოპერისა და ნიღბების თეატრებში ეწყობა.

თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები თეატრში 1987 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.






კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *