ქუთაისელი რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი “ჰეკაბე” რუსთაველის
თეატრში დაიდგმება. ჩვენება 2 ოქტომბერს, 20 :00 საათზე მოეწყობა.
ბერძენი დრამატურგის ევრიპიდეს პიესა “ჰეკაბე” სავარაუდოდ, ძვ. წ. 424 წელს დაიწერა. ტრაგედიაში წარმოდგენილია ტროას დედოფლის, ჰეკაბეს შურისძიების ისტორია.
სპექტაკლი რეჟისორმა პირველად მესხიშვილის თეატრის სცენაზე დადგა.
რეჟისორი ბერძნული მითოლოგიით გამოეხმაურა დღევანდელ რეალობაში არსებულ პრობლემას. ჩარკვიანმა გააშიშვლა სისტემა, რომელიც ძალადობს მის მოქალაქეებზე. რეჟისორი ამბობს, რომ მას სპექტაკლზე მუშაობის სურვილი “ხორავას ქუჩის” ტრაგედიამ გაუჩინა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე