ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
სახელმწიფო თეტარი (სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე) 50-ე თეატრალურ სეზონს დღეს, 18 ივლისს, დახურავს. 18:00 საათზე წარმოდგენილი იქნება გიორგი ჩლაიძის ოპერის”დარისპანის გასაჭირი” განახლებული ვერსია.
სპექტაკლი მოამზადა დამდგმელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დირიჟორ ლევან ჯაგაევის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორმაისტერ ირინე ლომინაძის შემადგენლობით.
სეზონის ბოლო წარმოდგენას რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ: ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე (მართა), ნათია სტეფანიშვილი (პელაგია), ელიმ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო),თეატრის გუნდი და ორკესტრი.
გიორგი ჩლაიძის ოპერის “დარისპანის გასაჭირის” პრემიერა 1977 წელს ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართა. ეს იყო თეატრის პირველი საკუთარი ქმნილება, რომელიც ქუთაისის საოპერო სცენაზე დაიბადა კომპოზიტორისა და თეატრის შემოქმედებითი თანამეგობრობის შედეგად. გოგი ჩლაიძის ოპერა, მაყურებელმა 42 წლიანი პაუზის შემდეგ, განახლებული სახით, მიმდინარე წლის 25 იანვარს იხილა.