26 ივნისს, ქუთაისს ვაშინგტონის ,,კაპიტოლ ჰილ ქორალი” ესტუმრება.
გუნდი ქუთაისში 2019 წლის ტურნეს ფარგლებში ჩამოვა. დაგეგმილია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, გელათის მონასტერსა და ქუთაისის ოპერის თეატრში სტუმრობა.
26 ივნისს, 10:00 საათზე ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში გუნდი საგალობლებს შეასრულებს. 17:00 საათზე კი გელათის მონასტრის აკადემიის შენობაში მოკლე პროგრამას (ზაქარია ფალიაშვილის საგალობლები) წარადგენს.
27 ივნისი, 19:30 საათზე ქუთაისის ოპერის თეატრში გუნდი თავის ქართულენოვან სადებიუტო ლიტურგიას (1909) შეასრულებს, რომელიც ეკუთვნის ქართველ კომპოზიტორს, ზაქარია ფალიაშვილს.
კონცერტის მეორე ნაწილი ქუთაისის საოპერო გუნდს დაეთმობა. შესრულდება იოსებ კეჭაყმაძისა და ერთობლივი ნაწარმოებები ,,კაპიტოლ ჰილ ქორალთან” ერთად.