“თეატრალური იმერეთი 2019” დღეს სრულდება. ფესტივალის
დახურვის ცერემონია მესხიშვილის თეატრში გაიმართება.
20 ივნისს ბოლო სპექტაკლს აზერბაიჯანის თეატრი წარადგენს. წარმოდგენას “ჯოჯოხეთის მაცხოვრებლები” ჰქვია. რეჟისორი აზერ ფაშა ნემატოვია.
წელს ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 18 სპექტაკლი. მათ ჟიური აფასებდა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს დახურვის ცერემონიალზე დღეს დაასახელებენ.
ფესტივალი 2ივნისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდება.