ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკის დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტისთვის. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის (ლორთქიფანიძე, გიორგაძისა და გორგასლის ქუჩების) რეაბილიტაციის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით.
ქვეპროექტი მიზნად ისახავს, როგორც ვანის მუზეუმში, ასევე გზის გასწვრივ განლაგებულ კერძო სახლებში უსაფრთხო სატრანსპორტო გადაადგილების უზრუნველყოფას. ქვე-პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების განხორციელებას: არსებული დაზიანებული ასფალტის ფენის მონგრევა და მისი გზის საფუძვლისთვის გამოყენება; ტროტუარებისა და გზის საფარის მოწყობა ასფალტ-ბეტონის ფენით და ბეტონის მილებით; კიუვეტების მოწყობა ცხაურებით და შენობასთან მისასვლელებით; მდინარე ჭიშურაზე აშენებული არსებული ხიდების რეაბილიტაცია: ასფალტ-ბეტონის საფარით ტროტუარის მოწყობა, ლითონის მოაჯირების ჩანაცვლება, გაბიონების რეაბილიტაცია; მუდმივი საგზაო ნიშნების განთავსება, მათ შორის გამაფრთხილებელი, ამკრძალავი და მიმთითებელი ნიშნების; გზის გასწვრივ ბუჩქნარის გაკაფვა; სადრენაჟე სისტემის მოწყობა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 430 ათას 774 ლარია.
სატენდერო წინადადებების მიღება 20ივნისს იწყება და 24 ივნისს მთავრდება.
ფოტო: ვანის მუზეუმი (არქივი)