თეატრალური იმერეთის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრში
სპექტაკლს თერჯოლის სახალხო თეატრი წარადგენს. წარმოდგენას აკრძალული შობა-ექიმი და პაციენტი” ჰქვია. მისი ინსცენირება ლევან ბიბილეიშვილს ეკუთვნის. სპექტაკლის რეჟისორი მამუკა ცერცვაძეა.
წარმოდგენა 18 ივნისს, 18:30 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.
“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება. მაყურებელმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტისა და უცხოური დასის სპექტაკლები უკვე იხილა.
ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ის მეათედ იმართება.