თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, 13 ივნისს სპექტაკლს
წყალტუბოს თეატრი წარადგენს. წარმოდგენას “ღია შუშაბანდი” ჰქვია, მისი რეჟისორი კი გოჩა ნიკოლაძეა.
სპექტაკლი 18:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება. მაყურებელმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტისა და უცხოური დასის სპექტაკლები უკვე იხილა.
ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ის მეათედ იმართება.