ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის რიგით მესამე ქორეოგრაფიული
საერთაშორისო ფესტივალი 1-დან 3 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან ივ ესკერი იქნება.
ფესტივალი ქუთაისში ოჯერ უკვე ჩატარდა. მასში ევროპის წამყვანი საბალეტო სკოლები მონაწილეობდნენ.
გასულ წელს ჟიურის თავჯდომარე ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა იყო.
ფესტივალის დამფუძნებელი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძეა.