თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისში წარმოდგენას
რუმინეთის თეატრი გამართავს. სპექტაკლს “ჰამლეტის ხაფანგი” ჰქვია. ოანა ჩერნიას ნაწარმოები რეჟისორმა პეტრუ ვუტკერეუმ გააცოცხლა. სპექტაკლის ჩვენება მესხიშვილის თეატრში 12 ივნისს, 18:30 საათზე მოეწყობა.
“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება. მაყურებელმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტისა და უცხოური დასის სპექტაკლები უკვე იხილა.
ფესტივალი წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ის მეათედ იმართება.