“თეატრალური ფესტივალის” ფარგლებში ქუთაისში პაროიანის
სახელობის მუსიკალური კომედიის ერევნის თეატრი სპექტაკლს წარადგენს. წარმოდგენას “ნადირობა სტალინზე” ჰქვია. სპექტაკლის რეჟისორი ხაკობ გხაზანჩიანია. წარმოდგენა 11 ივნისს, 18:30 საათზე დაიწყება.
“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება.
ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებს იმერეთის მუნიციპალიტეტები და მოწვეული დასები წარადგენენ.