“თეატრალური იმერეთი 2019-ის” ფარგლებში, მესხიშვილის თეატრში სპექტაკლს
სამტრედიის თეატრი წარადგენს. მაყურებელი რიჩარდ ბაერის “შერეულ გრძნობებს” იხილავს. სპექტაკლის რეჟისორია ლოლიტა ჯორჯიკია. ნამუშევრის ჩვენება 5 ივნისს, 18:30 საათზე მოეწყობა.
ფესტივალის ფარგლებში უკვე ჩატარდა ჭიათურისა და ზესტაფონის თეატრების სპექტაკლები. “თეატრალური იმერეთი” მესხიშვილის თეატრის სპექტაკლით “ჰეკაბე” გაიხსნა.
ფესტივალი წელს მეათედ იმართება.