“არტ-გენი 2019”-ის რეგიონულ ტურნეში ხონის მუნიციპალიტეტი მოხვდა.
წელს ფესტივალს სოფელი გორდი უმასპინძლებს. 28 ივნისს გამოფენები და კონცერტები მოეწყობა. ფესტივალის განრიგი ასეთია:
14:00-20:00 -გამოფენები;
14:00-00:00 -ღვინის და ლუდის სივრცეები;
18:00-19:30 -ფოლკლორი რეგიონალური დათვალიერება;
19:30-20:00 -“ჰოროლი” -ქართული ბრძოლის ამბავი;
20:00-21:00- კონცერტი: ჩვენებურები და ლელა ნაყეური;
21:00-22:30 დასკვნითი კონცერტი: ფრანი.
“არტ-გენი” ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ეწყობა. ფესტივალს საფუძველი როკ-მუსიკოს ზაზა კორინთელის (“ზუმბა”) ინიციატივით 2004 წელს ჩაეყარა.
ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. ფესტივალი ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული კონცერტით.
რეგიონებში კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.
ფოტო: “არტ-გენი” ფეისბუკ გვერდი