თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მორიგ
სპექტაკლს ბაღდათის სახალხო თეატრი წარადგენს.
“მონა”-ს მაყურებელი 6 ივნისს, 18:30 საათზე იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი გიგა მიქაძეა.
წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი 2 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.
“თეატრალური იმერეთი” წელს მეათედ იმართება.