“თეატრალური იმერეთი 2019”-ის ფარგლებში, ქუთაისს 4 ივნისს
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელმწიფო თეატრის დასი ესტუმრება. ზესტაფონის თეატრი მაყურებელს ლაშა ბუღაძის “პანთეონს” წარუდგენს. სპექტაკლის რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძეა. წარმოდგენა 18:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
“თეატრალური იმერეთი”-ს მეათე საიუბილეო ფესტივალი 2 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი გეგეჭკორი ესწრებოდნენ.
თეატრალურ ფესტივალზე ქუთაისს თეატრალური დასები სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”