“თეატრალური იმერეთი 2019”-ის ფარგლებში, 3 ივნისს მესხიშვილის
თეატრი ჭიათურის თეატრს უმასპინძლებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ევგენი შვარცის “დრაკონ”-ს წარადგენს. სპექტაკლის რეჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილია.
“თეატრალური იმერეთი”-ს მეათე საიუბილეო ფესტივალი 2 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის პირველ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, გიორგი გეგეჭკორი ეწრებოდნენ.
ფესტივალის პირველ დღეს მაყურებელმა მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი ,,ჰეკაბე” იხილა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”