ომარ ნიშნიანიძემ “არგოს” მშენებლობა დაასრულა. ისტორიკოსი ფოთიდან ვანისკენ ხვალ დაიძვრება.
როგორც მან რადიო “ძველ ქალაქს” განუცხადა, “არგო” ყველა სამუშაო დასრულდა და ხვალ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობა და მშენებლობაში ჩართული პირები “არგოს” ვანისკენ გააცილებენ.
” 12 საათზე ცეხიდან, სადაც დამზადდა, “არგოს” გადავიტანთ მალთაყვაში. შემდეგ 17:00 საათზე დიდი საქალაქო ღონისძიება გაიმართება გამოცილების. აიეტი, მედეა….. პატარა ინსცენირება იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იქნებიან, ფოთის მერიც. 2 ივნისს ვიქნებით ვანში. ჯოჯოხეთური შრომა გვქონდა, ბოლო ერთი თვე ყოველდღე მივდიოდით სამუშაოდ და ღამე მოვდიოდით სახლში, ერთი თვე ჯოჯოხეთური შრომა გვქონდა, მაგრამ მაინც მოვასწარით. ძალიან მიხარია.” – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
ისტორიკოსს სურს, რომ ის გაზა გაიაროს, რომელიც ტივ სევერნმა 1984 წელს გაიარა.
ვანელობის დღესასწაულის შემდეგ, ომარ ნიშნიანიძის “არგო” არგონავტიკის მუზეუმში განთავსდება. მზეუმის შექმნასაც ისტორიკოსი აპირებს.
ფოტო: ომარ ნიშნიანიძის facebook გვერდი