2021 წელს კულტურული მარშუტების ევროპულ ფორუმს ქუთაისი უმასპინძლებს.
ამის შესახებ საკუთარი facebook-ის გვერდზე ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ დაწერა.
“არის!!!!ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშუტების ყოველწლიურ რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.”- წერს ნინო თვალთვაძე.
2021 წელს რომ საქართველო კულტურული მარშრუტების ევროპულ ფორუმს უმასპინძლებდა ამის შესახებ გასული წლის მაისში გახდა ცნობილი. მაშინ, ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
ფორუმს ევროსაბჭოს 32 წევრი ქვეყანა და 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრება. საქართველოში კულტრული ფორუმის ჩატარების გადაწყვეტილები ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს კულტურული მარშუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს შეხვედრაზე მიიღეს.