აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გურამ დოჩანაშვილს
ქუთაისის ოპერის თეატრში უმასპინძლებს. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” უნივერსიტეტში განუცხადეს, მწერალთან შეხვედრის მსურველთა რაოდენობა დიდია და მათ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ვერ დაიტევს.
“მწერალ გურამ დონაჩანშვილთან შეხვედრის მსურველი ძალიან ბევრი აღმოჩნდა. ჩვენი სტუდენტების გარდა დაგვიკავშირდნენ ახალგაზრდები რეგიონებიდან, სხვადასხვა სკოლებიდან. რეკორდულდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, ამიტომ მწერალთან შეხვედრის საშუალება ყველას რომ ჰქონდეს ღონისძიება მერიის მხარდაჭერით ქუთაისის ოპერის თეატრში გაიმართება.”- განაცხადეს უნივერსიტეტში.
მწერალთან შეხვედრა 3 მაისს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ნაცვლად, ქუთაისის ოპერის თეატრში 13 საათზე დაიწყება.