25 თვითნასწავლი ხელოვანი ქალის ნამუშევრები
ქუთაისში გამოიფინება. სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილ სუვენირებს, აქსესუარებს დამთვალიერებელი “გვირილობის” დღესასწაულის ფარგლებში დაათვალიერებს.
” “საქართველოს მქარგველები და ხელმარჯვეების ასოციაცია”, რიგით მეოთხე გამოფენას ქუთაისში გამართავს. გამოფენა 3 მაისს გაიხსნება და 4, 5 მაისსაც გაიმართება. 25 ქალის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი და უმეტესობა ქუთაისელია. გვინდა რომ ეს თვითნასწავლი ხელოვანები გავაცნოთ საზოგადოებას”.- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ასოციაციის დირექტორმა ნინო მდინარაძემ.
3 მაისს, გამოფენის გახსნის დღეს დაინტერესებული პირებისათვის ხელოვანი ქალები მასტერკლასებს ჩაატარებენ.
3 მაისს გამოფენა გალერეაში “ვარლა” 16 საათზე გაიხსნება. 4 და 5 მაისს ნამუშევრების დათვალიერება კი მსურველებს 11-დან 18 საათამდე შეეძლებათ.
ფოტო:”საქართველოს მქარგველები და ხელმარჯვეები”-ს ასოციაცია. ნამუშევრის ავტორი: გულიკო ჩახვაშვილი.